Startseite » news_ge » Knauf-მა საქართველოში ახალი საწარმო გახსნა

Knauf-მა საქართველოში ახალი საწარმო გახსნა

by DWV Admin

დღეს, გერმანულმა Knauf-მა მშრალი თაბაშიროვანი ნარევების საწარმო გახსნა, რომელიც წარმადობა 3,000 ტონას შეადგენს.

Knauf-მა საქართველოში საქმიანობა 1998 წლიდან დაიწყო, ხოლო სამშენებლო მასალების საწარმო 2009 წლიდან ფუნქციონირებს.

კომპანიის მიერ ბოლო წლების განმავლობაში 30 მილიონი EUR-ს ინვესტიცია განხორციელდა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საწარმოს გახსნის ცერემონიაზე.

სამინისტროს ცნობით, 2018 წლიდან Knauf-ის ბაზაზე საქართველოში ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტის სასწავლო ცენტრი, გერმანიის ინვესტიციებისა და განვითარების საზოგადოების (DEG) პატრონაჟით.

You may also like

X
Skip to content