Startseite » news_ge » Majorel და Sitel Group-ის გაერთიანება ინდუსტრიის ახალი ლიდერის ჩამოსაყალიბებლად

Majorel და Sitel Group-ის გაერთიანება ინდუსტრიის ახალი ლიდერის ჩამოსაყალიბებლად

by Salome Mumladze

Majorel და Sitel Group პოტენციური გაერთიანების შესახებ, ძირითად ასპექტებზე შეთანხმდნენ. 

აღნიშნული გარიგება უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს გლობალური ინდუსტრიის ახალი ლიდერის ჩამოსაყალიბებლად და მომხმარებელთა გამოცდილების სექტორის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კომპანიათა შერწყმის საშუალებით, არსებულ და ახალ გლობალურ კლიენტებს, შეეძლებათ ისარგებლონ გაცილებით  დახვეწილი მომსახურებით და ეფექტური სერვისებით.

მეიჯერელსა და საიტელ ჯგუფს შეეძლებათ შექმნან გლობალური და მოწინავე პლატფრომა ამერიკის, EMEA-სა და APAC-ის რეგიონებში, სადაც ისინი 240,000-მდე ადამიანს, 300-ზე მეტ ლოკაციაზე დაასაქმებენ და 1,000-მდე კლიენტს მსოფლიოს გარშემო, 70-ზე მეტ ენაზე შესთავაზებენ მომსახურებას. კომპანიათა გაერთიანება მათ ფართო გეოგრაფიული არეალის და ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ბაზრების ათვისებაშიც დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ მეიჯერელი და საიტელ ჯგუფი, გაერთიანების შემდეგ განახლებული სახელითა და ბრენდინგით გააცნობენ მსოფლიოს თავს. კომპანიის სათაო ოფისი ლუქსემბურგში იქნება განთავსებული და Euronext Amsterdam-ის საფონდო ბირჟზე იქნება წარმოდგენილი.

საიტელთან ერთად, მეიჯერელი საკუთარი შესაძლებლობებისა და კლიენტთა პორტფოლიოს გაზრდას მსოფლიოს მასშტაბით შეძლებს და დამატებითი ცოდნითა და პოტენციალით ისარგებლებს. გარდა ამისა, მეიჯერელი საიტელის ამჟამინდელი კლიენტებისთვისაც შექმნის დამატებით ღირებულებას. კომპანიათა გაერთიანება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აჩენს მეიჯერელის გუნდის წევრების პროფესიონალური განვითარებისთვისაც.

მხარეები კომპანიათა შერწყმას ყველა საჭირო სამართლებრივი ნორმების დაცვით განახორციელებენ, რის შემდეგაც, მეიჯერელისა და საიტელის გუნდები დაინტერესებულ მხარეებს სპეციალურ სხდომაზე მოიწვენენ და ერთობლივად უყრიან კენჭს გადაწყვეტილებას გაერთიანების შესახებ. შეთავაზების დახურვა 2022 წლის მეოთხე კვარტლიდან, 2023 წლის პირველ კვარტლამდეა მოსალოდნელი.

You may also like

X