გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრმა კომპანიამ – MyTalent.io, რომელიც 2017 წლიდან ასაქმებს ვირტუალურ ასისტენტებს საერთაშორისო კომპანიებსა და მეწარმეებთან გერმანულენოვან რეგიონებში სხვადასხვა ონლაინ სამუშაოზე, 2021 წელს აქტიურად დაიწყო ISO 10667-2:2020 სტანდარტის დანერგვის პროცესი.
MyTalent.io საქართველოში პირველი ISO 10667-2:2020 სერტიფიცირებული დასაქმების კომპანიაა და ის აგრძელებს EVA-სთან აქტიურ თანამშრომლობას პროცესების მუდმივი გაუმჯობესების მიზნით. EVA ეხმარება ინდივიდუალურ პირებსა და ორგანიზაციებს მდგრად განვითარებასა და გაუმჯობესებაში.