fbpx
Startseite » news_ge » Pullman Tbilisi Axis Towers-სამი მნიშვნელოვანი ჯილდო World Luxury Hotel Awards 2024-ზე

Pullman Tbilisi Axis Towers-სამი მნიშვნელოვანი ჯილდო World Luxury Hotel Awards 2024-ზე

by Salome Mumladze

გერმანიის ეკონომიკუროი გაერთიანების (DWV) წევრმა, Pullman Tbilisi Axis Towers-მა, World Luxury Hotel Awards 2024-ზე სამ პრესტიჟულ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. სასტუმრომ გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო ბიზნეს სასტუმრო – საქართველოში,“ „საუკეთესო კონფერენციებისა და ღონისძიებების სასტუმრო – საქართველოში“ და „საუკეთესო არქიტექტურული დიზაინი – აღმოსავლეთ ევროპაში.“

2006 წელს დაფუძნებული World Luxury Hotel Awards ყოველწლიურად აფასებს სასტუმრო ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს მთელ მსოფლიოში. გამარჯვებულები შეირჩევიან სტუმრების, მოგზაურებისა და სფეროს ექსპერტების ხმების საფუძველზე, რაც ამ ჯილდოებს კიდევ უფრო ღირებულს ხდის.

„Pullman Tbilisi Axis Towers Hotel“ არის Accor-ის ჯგუფის პირველი პრემიუმ-კლასის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოში. თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში განთავსებული ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო იდეალური ადგილია, როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის. Pullman-ი მსოფლიოს კი 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი, 145-ზე მეტი სასტუმროთი.

DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X