Startseite » news_ge » Trace International: საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნესსა და მთავრობას შორის ინტერაქციის მიმართულებით

Trace International: საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნესსა და მთავრობას შორის ინტერაქციის მიმართულებით

by Salome Mumladze
Natia Turnava

ნათია თურნავას განცხადებით, Trace International – ის რეიტინგით, საქართველო მსოფლიოში პირველია ბიზნესსა და მთავრობას შორის ინტერაქციის მიმართულებით.

ავტორიტეტული რეიტინგის შეფასებისას, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლების” ქვეკომპონენტზე, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში პირველია.

Trace International-ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია.

You may also like

Leave a Comment

X