Startseite » news_ge » USAID-მა და პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ სოფლის მეურნეობაში ახალი პროექტი დაიწყეს

USAID-მა და პროგრამამ “აწარმოე საქართველოში” სოფლის მეურნეობაში ახალი პროექტი დაიწყეს

by Salome Mumladze

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტომ აგრობიზნესში ჩართული კომპანიებისთვის ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი, ინოვაციური პროგრამა დაიწყეს.

პროგრამის მიზანია ქართველი მწარმოებლების დაკავშირება გერმანიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებულ დაინტერესებულ მყიდველებთან. პროექტი ათობით ქართულ კომპანიას ხელს შეუწყობს და შესაძლებლობას მისცემს, დაიწყოს პროდუქციის გატანა მაღალი ღირებულების საექსპორტო ბაზრებზე.

პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩა ლურჯი მოცვისა და კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი და სურსათის გადამამუშავებელი 80-მდე ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო.

You may also like

X