Startseite » news_ge » მეიჯერელ საქართველომ ბათუმში რიგით მეოთხე ოფისი გახსნა

მეიჯერელ საქართველომ ბათუმში რიგით მეოთხე ოფისი გახსნა

by DWV Admin

ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) საერთაშორისო კომპანია Majorel-მა საქართველოში რიგით მეოთხე ოფისი გახსნა, იუწყება სახელმწიფო სააგენტო აწარმოე საქართველოში.

როგორც აღნიშნულია, თბილისის და ქუთაისის შემდეგ, კომპანიის ოფისი ბათუმში გაიხსნა, სადაც ამ ეტაპზე 80-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

სააგენტოს ხელშეწყობით, Majorel-მა პირველი ოფისი თბილისში 2016 წელს გახსნა და ოპერირება ერთი კლიენტითა და 150 გერმანულენოვანი თანამშრომლით დაიწყო, იუწყება სააგენტო და აღნიშნავს, რომ დღეს მხოლოდ თბილისის ოფისში უკვე 600-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

სააგენტოს მონაცემებით, ჯამურად, კომპანია საქართველოში 3,000-მდე დასაქმებულს აერთიანებს.

Majorel 73,000-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს 35 ქვეყანაში და მსოფლიოს მასშტაბით 500-მდე კომპანიის პარტნიორია.

You may also like

X
Skip to content