Startseite » news_ge » ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად გერმანია საქართველოს 27 მილიონ EUR-ს გამოუყოფს

ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად გერმანია საქართველოს 27 მილიონ EUR-ს გამოუყოფს

by Salome Mumladze

ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად გერმანიის მთავრობა 27 მილიონ EUR-ს გამოყოფს ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამის მეშვეობით, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

შესაბამის შეთანხმებას საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი დღეს თბილისში მოეწერა.

შეთანხმება გულისხმობს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მეხუთე ფაზის განხორციელებას, კერძოდ, გაგრძელდება განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ბაზარზე ორიენტირებული ელექტროენერგიის პოტენციალის რეალიზება, იუწყება სამინისტრო.

You may also like

X