314
TBC ბანკმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილღვინო 12 მილიონით ლარით დააფინანსეს. ამ თანხით კომპანია საქვევრე მეურნეობას ააშენებს, მაღალტექნოლოგიურ ჩამოსასხმელ ხაზს შეიძენს და ყურძნის უნიკალური ქართული ჯიშების ვენახებს გააშენებს.
თბილღვინო EBRD-ისგან 800,000 ლარის ოდენობის გრანტს და საკონსულტაციო მომსახურებასაც მიიღებს.
ხოლო 2011 და 2013 წლებში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გაცემული ფინანსური რესურსით ხელი შეუწყო თბილღვინოს კაპიტალის ზრდასა და კომპანიის განვითარებას, აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი, თბილღვინოს აღმასრულებელი დირექტორი.
ვენახების გაშენება კომპანიამ 2013 წელს დაიწყო და ახლა 405 ჰექტრით ქინძმარაულის, მუკუზანისა და წინანდლის მიკროზონებშია წარმოდგენილი.