TBC Leasing-მა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) 3 მილიონი EUR-ს ფინანსური რესურსი მოიზიდა. ამ რესურსის სულ მცირე 70% მიმართული იქნება მწვანე ტექნოლოგიების ინვესტიციების დასაფინანსებლად.
EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი მოიცავს საგრანტო კომპონენტს, რომელიც ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი.
პროექტის სრულად განხორციელების და ვერიფიკაციის პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, კომპანია ბენეფიციარი შეძლებს გრანტის სახით უკან დაიბრუნოს ლიზინგის თანხის 15%-მდე.