fbpx
Startseite » news_ge » ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

by David Hufschmidt

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა 24 თებერვალს ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 24 თებერვალს ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ არსებული კომპონენტები და საინვესტიციო შეთავაზებები გააცნო. პროექტის ფარგლებში საპრივატიზებო აუქციონებში მონაწილე პირებს სთავაზობენ უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით,  საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის განხორციელებას. ამის შესახებ ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა საბჭოს წევრი ბიზნეს ასოციაციებისა და მასში გაერთიანებული კომპანიების წარმომადგენლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ინვესტორთა საბჭოს მთავარი ფუნქციაა საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობა და მთავრობისთვის რეკომენდაციების წარდგენა ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით. იმედი გვაქვს, რომ წინადადებები, რომლებიც გამოითქვა კერძო სექტორიდან, იქნება გათვალისწინებული”,-აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

You may also like

Leave a Comment

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X