საქართველოს მწვანე მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებში დახმარებას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) და საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია გაუწევენ.
მხარეთა შორის განზრახულობათა დეკლარაციის ცვლილებას (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა) ხელი თბილისში, 24 ნოემბერს მოეწერა.
ცვლილებები, მათ შორის, ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის სექტორის მხარდაჭერას, მწვანე წყალბადის გამოყენების დაწყებას, გარდამავალ პერიოდში სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერას, კლიმატის მიმართ მდგრადობის, ჰაერის ხარისხის უზრუნველყოფას, ნარჩენების მართვას და სხვა, იუწყება ფინანსთა სამინისტრო.
როგორც უწყება აღნიშნავს, „პარტნიორების მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე“.