Startseite » news_ge » საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მორიგი დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მორიგი დისკუსია გაიმართა

by Salome Mumladze

საქართველოს ბანკისა და ანალიტიკურ ცენტრ GeoCase-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 12 დეკემბერს „ეკონომიკური ფორუმის“ მორიგი დისკუსია გაიმართა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო – „შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი“.

GeoCase-ის ეკონომიკური მიმართულების დირექტორის გიორგი აბაშიშვილის თქმით, განხილულ იქნა საქართველოს ახალი როლი ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების მიმართულებით.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში პირველი დისკუსია „ეკონომიკური დიპლომატიის“ შესახებ მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გაიმართა.

You may also like

X