279
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესის მხარდაჭერის პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. მიკრო, მცირე, საშუალო თუ დიდი ზომის ბიზნესებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზში და მიიღონ დაფინანსება ბიზნესის განვითარებისთვის და Cashback-ის სახით ანგარიშზე დაიბრუნონ მოთხოვნილი თანხის მაქსიმუმ 15%. ბიზნესს ექნება საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ სრულყოფილი ტექნიკური კონსულტაციების მიღების შესაძლებლობაც.
პროექტი ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი ინიციატივაა და მისი მიზანია ქართული ბიზნესისთვის ინვესტირების მხარდაჭერა, პროდუქტის ხარისხის ამაღლება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტებთან შესაბამისობა.
აღსანიშნავია, რომ EU4Business-EBRD-ის საინვესტიციო ფინანსურ რესურსზე Cashback–ი გაიცემა ევროში, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა კი 50 000-ლარიდან 3 000 000 ევრომდეა. დაფინანსების ოდენობა არის ინდივიდუალური და განისაზღვრება ბიზნესის საჭიროებების მიხედვით.