Forbes Georgia იუწყება, რომ საქართველოს ბანკმა $50 მილიონის მოცულობის, დამატებითი პირველადი კაპიტალი მოიზიდა. შეთანხმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და Swedfund-თან გაფორმდა.
როგორც აღნიშნულია, საქართველოს ეროვნული ბანკის საბოლოო თანხმობის შემდეგ, აღნიშნული ტრანზაქცია ქვეყნის მასშტაბით იქნება პირველი დამატებითი პირველადი კაპიტალი სპეციალური მწვანე კომპონენტით.
შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ფინანსურ რესურსს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მიდგომასთან (GET) შესაბამისობაში მყოფ ინვესტიციებში მიმართავს.
ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში EBRD და Swedfund გამოყოფენ გრანტს, რომლითაც მხარს დაუჭერენ საქართველოს ბანკის მიერ მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ინიციატივებს.