Startseite » news_ge » საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვდა

by David Hufschmidt
csm_GCA_8f706e90b0

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები, სააგენტოს მიერ მომზადებული ინიციატივები განიხილა.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ელჩები, დიპლომატები, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, მიღწეული შედეგები, მიმდინარე საკითხები და ის საჭიროებები, რომლის წინაშეც დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტო იმყოფება.

You may also like

Leave a Comment

X