fbpx
Startseite » news_ge » საქართველოში გერმანული კაპიტალით 1,000-ზე მეტი კომპანია მოქმედებს

საქართველოში გერმანული კაპიტალით 1,000-ზე მეტი კომპანია მოქმედებს

by Salome Mumladze

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში დღეს 1,000-ზე მეტი კომპანია მოქმედებს, სადაც გერმანული კაპიტალი მონაწილეობს. რაც შეეხება ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებს, პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარი-მარტში საქართველოს ექსპორტი გერმანიაში 40%-ით გაიზარდა, აღნიშნავს მინისტრი. ამის შესახებ თურნავამ 11 მაისს ონლაინ ფორმატში ჩატარებული ქართულ-გერმანული ბიზნეს დიალოგის მეორე შეხვედრის ფარგლებში განაცხადა (დიალოგი გერმანიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და გერმანიის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით იმართება). ამასთან, „განვითარების რესურსი ბევრად მეტია“, აღნიშნა მან.

შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველო ტურისტული გამოფენის „ITB Berlin 2023“-ის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანაა, იუწყება სამინისტრო.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, გერმანულმა პირდაპირმა ინვესტიციებმა საქართველოში 2020 წელს $23.7 მილიონი შეადგინეს (2019 წელთან შედარებით ზრდა – 8.4%). 2020 წელს საქართველოს ექსპორტმა გერმანიაში $61.76 მილიონი (საქართველოს ექსპორტის 1.8%), იმპორტმა – $405.1 მილიონი შეადგინა (საქართველოს იმპორტის 5%). 2020 წელს საქართველოს გერმანიიდან 9,338 ვიზიტორი ეწვია, რაც 9.5-ჯერ ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებლზე (89,051 ვიზიტორი).

საინფორმაციო სააგენტო სარკე
14.05.2021

You may also like

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

Diese Website verwendet Cookies. Wenn Sie auf dieser Website surfen, stimmen Sie der Verwendung von Cookies zu. Akzeptieren Weitere Informationen erhalten Sie hier.

X