ორი დღის განმავლობაში შემოწმებული 26 რესტორნიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო 16 რესტორანი ჯამში 160 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ 15 ივნისს განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ. მისი განმარტებით, აღნიშნული შემოწმებების მიზანი არ არის კომპანიების დაჯარიმება, არამედ შეზღუდვების შესრულების კონტროლი.
რაც შეეხება სასტუმროებს, ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, შესამოწმებლად დარეგისტრირდა 939 სასტუმრო, საიდანაც საქმინობის განახლების უფლება მიეცა 150-ს. 175-მა სასტუმრომ ვერ შეძლო ნორმების დაკმაყოფილება და ისინი დამატებით კონტროლს დაექვემდებარა.
ბექა ფერაძემ ასევე მოუწოდა სასტუმროებს, დროულად დარეგისტრირდნენ შესამოწმებლად და რეკომენდაციების შესასრულებლად მათთვის მიცემული დრო გონივრულად გამოიყენონ.