Startseite » news_ge » TBC ბანკმა FMO-სგან 300 მილიონი ლარის საკრედიტო რესურსი მოიზიდა

TBC ბანკმა FMO-სგან 300 მილიონი ლარის საკრედიტო რესურსი მოიზიდა

by Salome Mumladze

TBC Bank Group-ის ცნობით, TBC ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიას (FMO) შორის 300 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა.

5-წლიანი სასესხო რესურსი, ძირითადად, განკუთვნილია ახალგაზრდა მეწარმეებსა და იპოთეკური მსესხებლებისთვის, ასევე, მწვანე პროექტებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

როგორც აღნიშნულია, TBC ბანკი FMO-სთან 16 წელზე მეტია თანამშრომლობს, ხოლო 2018 წლის შემდეგ, მხარეები უკვე მეორედ თანამშრომლობენ ეროვნულ ვალუტით დაფინანსების ფარგლებში.

You may also like

X