Startseite » news_ge » ახალმა ქართულმა სატვირთო ავიაკომპანიამ ოპერირება დაიწყო

ახალმა ქართულმა სატვირთო ავიაკომპანიამ ოპერირება დაიწყო

by David Hufschmidt
exportfoerderung

ახალმა ქართულმა ავიაკომპანიამ “Easy Charter” ოპერირება დაიწყო, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ავიაკომპანია ჩარტერულ სატვირთო გადაზიდვებს განახორციელებს.

სააგენტოს ცნობით, Easy Charter-ს უფლება ეძლევა განახორციელოს 5,700 კგ-ზე ზევით საფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ფლობს ერთ Airbus 300B4-203-ს.

პანდემიის პირობებში მსოფლიოში სატვირთო ავიარეისებზე მოთხოვნა გაიზარდა, აღნიშნავს სააგენტო და მიუთითებს, რომ აღნიშნული ტიპის ოპერაციებში ასევე ჩართულია ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky.

საინფორმაციო სააგენტო სარკე, 16.06.2020

You may also like

Leave a Comment

X
Skip to content