fbpx
Startseite » news_ge » ევროკავშირი 30 დღის განმავლობაში საზღვრებს კეტავს

ევროკავშირი 30 დღის განმავლობაში საზღვრებს კეტავს

by David Hufschmidt
Weltkarte

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებმა, 30 დღის განმავლობაში, ევროკავშირში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. ეს გადაწყვეტილება პირველად გერმანიის კანცლერმა – ანგელა მერკელმა, ევროკავშირის სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან გამართული ვიდეო კონფერენციის შემდეგ, გამოაცხადა. მოგვიანებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა – ჩარლზ მიშელმა განაცხადა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვირუსის გლობალური გავრცელების შესაზღუდად.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება, როგორც ევროკავშირში შემავალ 26 ქვეყანას, ისე ლიხტენშტეინს, ისლანდიას, ნორვეგიას და შვეიცარიას. შეზღუდვა არ ვრცელდება ბრიტანეთის მოქალაქეებზე.

გამონაკლისს წარმოადგენენ ის პირები, რომლებიც ხანგძლივი დროით ცხოვრებენ ევროკავშირში, არიან ევროკავშირის მოქალაქეებისა ან დიპლომატიური წარმომადგენლების ოჯახის წევრები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და პირები, რომლებიც ახორციელებენ საქონლის ტრანსპორტირებას.

You may also like

Leave a Comment

X