Startseite » news_ge » ჰილტონ ბათუმმა მოიპოვა საქართველოს საუკეთესო სასტუმროს 2021 წლის წოდება

ჰილტონ ბათუმმა მოიპოვა საქართველოს საუკეთესო სასტუმროს 2021 წლის წოდება

by Salome Mumladze

სიხარულით გვსურს გამცნოთ, რომ ჰილტონ ბათუმმა მოიპოვა საქართველოს წამყვანი სასტუმროს წოდება სტუმართმოყვარეობის ოსკარად წოდებულ 𝐖𝐨𝐫𝐥𝐝 𝐓𝐫𝐚𝐯𝐞𝐥 𝐀𝐰𝐚𝐫𝐝 𝟐𝟎𝟐𝟏 დაჯილდოებაზე! ხაზგასასმელია ის, რომ ხმის მიცემა შეეძლოთ არამხოლოდ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, არამედ სხვა სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და ტურისტებს.

,,ჩვენ გვიხარია ასეთი შეფასება და მადლობას ვუხდით ყველა ხმის მიცემაში მონაწილე ადამიანს. ჩვენ ვიაზრებთ, თუ რას ნიშნავს იყო საქართველოს წამყვანი სასტუმრო და მომავალში გულითადად შევეცდებით ჩვენი სტუმართმოყვარეობით კვლავ ვუმასპინძლოთ ჩვენს სტუმრებს” – განაცხადა ტორსტენ ველერმა, ჰილტონ ბათუმის გენერალურმა მენეჯერმა.

𝐖𝐨𝐫𝐥𝐝 𝐓𝐫𝐚𝐯𝐞𝐥 𝐀𝐰𝐚𝐫𝐝 1993 -ი წლიდან არსებობს. მისი მთავარი ამოცანაა, ტურიზმის ყველა მიმართულებით სხვადასხვა წარმატების აღნიშვნა და დაჯილდოება. დღესდღეობით, WTA მსოფლიოში მიიჩნევა, როგორც უალტერნატივო ხარისხის ნიშანი.

 

 

 

You may also like

X