Startseite » news_ge » საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

by David Hufschmidt
Crisis_Plan

23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და მის ფარგლებში არსებული შეზღუდვების უმეტესობა გაუქმდა.

კერძოდ, 23 მაისის 00:00 სთ-დან აღარ იმოქმედებს კომენდანტის საათი. ავტომობილში სამი მგზავრის შეზღუდვა კი ძალაში რჩება მხოლოდ ტაქსებისთვის, ყველა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის კი – უქმდება.

ჯერჯერობით ისევ გაჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, ასევე აკრძალულია ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობა და სპორტული და კულტურული ღონისძიებების გამართვა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭრა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შეახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლითაც მთავრობას შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების (და, შესაბამისად, პარლამენტის დასტურის) გარეშეც შეეძლება.

You may also like

Leave a Comment

X