Startseite » news_ge » EBRD საქართველოს ბანკს $100 მილიონამდე ოდენობის სესხს გამოუყოფს

EBRD საქართველოს ბანკს $100 მილიონამდე ოდენობის სესხს გამოუყოფს

by David Hufschmidt
Bank_of_Georgia

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ბანკს $100 მილიონამდე სესხით უზრუნველყოფს. EBRD-ის ცნობით, თანხა გამოყოფილია COVID-19-ის პანდემიის ეკონომიკური გავლენის საპასუხოდ, ადგილობრივი კერძო ბიზნესის დაკრედიტების მიზნით.

როგორც EBRD აღნიშნავს, საქართველოს ბანკი უფრო გრძელვადიანი სესხებით უზრუნველყოფს ფირმებს, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს.

ცნობისთვის, საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან EBRD-მა 3.8 მილიარდ EUR-ზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 251 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, საიდანაც 86% კერძო სექტორზე მოდიოდა.

You may also like

Leave a Comment

X