გიწვევთ გერმანიის რაინ-რურის რეგიონის სტარტაპ სცენის გასაცნობად
2021 წლის 14-დან 17 ნოემბრამდე, ახალგაზრდა მეწარმეებს მთელი მსოფლიოდან, შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ გერმანიის, კერძოდ ნორდ-რაინ ვესტფალიის ოლქის, სტარტაპების მასშტაბურ ჰაბს.
პროექტის START. UP! GERMANY TOUR 2021 ფარგლებში, მონაწილეები გაიცნობენ დიდ კონცერნებს, საერთაშორისო კომპანიებს და გერმანული საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ისინი გაეცნობიან ნორდ-რაინ ვესტფალიის ოლქს და მთლიანად რაინ-რურის რეგიონს.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება ორგანიზებას უწევს საერთაშორისო საკონკურსო შერჩევას (ე. წ. Pitching და Reverse Pitches), ვირტუალურ ბიზნეს შეხვედრებს, ე. წ. ვირტუალურ ერთი ერთზე შეხვედრებს და მრავალ სხვა ღონისძიებას.
მონაწილე სტარტაპებს ელოდებათ ძალიან საინტერესო, ვებინარებით დატვირთული, წინარე პროგრამა და მთავარი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, ისინი უშუალო კონტაქტს დაამყარებენ მრავალ ცნობილ გერმანულ კომპანიასთან ნორდ-რაინ ვესტფალიის ოლქიდან.
იხილეთ წინარე პროგრამა, ვებინარებზე შესაბამისი სარეგისტრაციო ბმულებით: https://www.startupgermany.nrw/pre-program-2021/
ინფორმაცია მთავარი პროგრამის შესახებ იხილეთ აქ:
https://www.startupgermany.nrw/main-program-2021/
აღნიშნული პროექტი ინიცირებულია გერმანიის, რურის რეგიონის სავაჭრო პალატის (DIHK), კერძოდ, ქ. კიოლნისა და ქ. დიუსელდორფის სავაჭრო და სამრეწველო პალატების მიერ.
ღონისძიების პარტნიორები არიან NRW.Global Business, Germany Trade and Invest და ნორდ-რაინ ვესტფალიის ეკონომიკის, ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიების და ენერგეტიკის სამინისტრო.
ბიზნეს კონკურსში მონაწილეობის მიღება
საქართველოდან ბიზნეს კონკურსზე გერმანიაში გაემგზავრება ის სტარტაპი, რომელიც შეირჩევა ჟიურის მიერ. ჟიურის წინაშე საკონკურსო შერჩევაში მონაწილეობას მიიღებს 10 ფინალისტი.
სტარტაპი უნდა წარმოადგენდეს, შემდეგი სფეროების ინოვაციურ ბიზნეს მოდელს:
– InsurTech (სადაზღვევო ტექნოლოგიები)
– Logistik & Mobilität (ლოგისტიკა და მობილობა)
– Smart City (ურბანული სმარტ ტექნოლოგიები)
- სტარტაპს არ უნდა ჰქონდეს 10 წელზე მეტი ისტორია
- სტარტაპს გავლილი უნდა ჰქონდეს ბაზარზე დამკვიდრების ფაზა და უკვე წარმატებით უნდა ოპერირებდეს. უკვე წარმატებით გავლილი საინვესტიციო ეტაპები ჩაითვლება უპირატესობად.
- სტარტაპი უკვე ფლობს საერთაშორისო მასშტაბის ბიზნეს მოდელს. უპირატესობა მიენიჭება გერმანიაზე/ევროპაზე ფოკუსირებულ პროექტებს.
- სტარტაპი მკაფიოდ უნდა წარმოადგენდეს იმ მიმართულებებს, რომლებიც ცხადჰყოფს, თუ როგორ მოერგება მისი ბიზნეს მოდელი გერმანულ ბაზარს. აგრეთვე, ნათელი უნდა იყოს, რომ სტარტაპი ითვალისწინებს გერმანიის ბაზარზე წარმატების მიღწევის ფაქტორებს.
- მნიშვნელოვანია აგრეთვე იმის გათვალისწინება, რომ გერმანელი ინვესტორი მხოლოდ მაშინ განახორციელებს ინვესტირებას სტარტაპში, როცა სტარტაპი გახსნის ოფისს გერმანიაში.
- სტარტაპი საკონკურსო შერჩევაზე უნდა წარსდგეს პროფესიონალურად და ფლობდეს მაღალი დონის ბიზნეს ინგლისურ ენას.
ფლაერის სანახავად გადადით ბმულზე
დარეგისტრირდით ამ ბმულის გამოყენებით