გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრმა კომპანიამ „ზიგიმ“ თავისი 10 წლის იუბილე განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნა – 1 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ზე, ოფიციალურად გაიხსნა მილეს ახალი შოურუმი.
„ზიგი“ საქართველოში წარმოადგენს წამყვან პრემიუმ ბრენდებს:
- MIELE
- LIEBHERR
- K-ARRAY
ეს საერთაშორისო ბრენდები ცნობილია ხარისხით, ინოვაციურობითა და გამძლეობით – როგორც საოჯახო, ასევე პროფესიონალურ ტექნიკასა და აუდიო სისტემებში.
MIELE, როგორც გერმანული ბრენდი, საუკუნოვანი ისტორიით არის წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე, კერძოდ, 126 წლიანი ისტორიის მანძილზე შეძლო და დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სასურველი პრემიუმ კლასის ბრენდის სახელს. კომპანია აწარმოებს საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ხაზის ტექნიკას, რომელიც წარმოებულია გერმანიაში გერმანული ტექნოლოგიით და გამოირჩევა თავისი ხარისხით, გამძლეობით, ენერგიეფექტურობითა და გამოყენების სიმარტივით.
LIEBHERR, გახლავთ, აგრეთვე, გერმანული წარმოშობის ბრენდი, რომელიც აწარმოებს პრემიუმ კლასის მაცივრებს, როგორც, საყოფაცხოვრებო, ასევე, პროფე-სიონალური და სამედიცინო ხაზის მიმართულებით.
,,ზიგის’’ წარმომადგენლობაში ერთიანდება იტალიური პროფესიონალური აუდიო სისტემის მწარმოებელი კომპანია – K-ARRAY-ც, რომელიც მსოფლიოს არაერთ მნიშვნელოვან და მაღალი სტანდარტების სივრცეში გვხვდება, სადაც მნიშვნელოვანია მუსიკისა და ხმის ხარისხი, ვიზუალი და დიზაინი.
გახსნის დღეს სტუმრებს დახვდათ მრავალფეროვანი პროგრამა, გათამაშებები და საჩუქრები. ახალ შოურუმში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ პრემიუმ ბრენდების უახლეს ტექნიკასა და ინოვაციებს.
განსაკუთრებულ სიახლედ იქცა DWV-ის ოქტომბრის ბიზნეს ბიულეტენში გამოქვეყნებული ექსკლუზიური შეთავაზება სპეციალური პრომოკოდით.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

 
                         
                         
                         
                        

 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        
 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        
 
                         
                         
                         
                        
 
                         
                        




 
                         
                        
 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        