ჩვენ სისტემატურად ვაქვეყნებთ ჩვენი წევრების სიახლეებს.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, გრანთ თორნთონი ახალ სერვისს – ფინანსები 360° – ამატებს, რომელიც მოიცავს როგორც შიდა ოპერაციული გაუმჯობესების ნაბიჯებს, ასევე გარე სტრატეგიულ მომზადებას ინვესტორებისთვის.
ფინანსები 360° აერთიანებს დიაგნოსტიკას, დაგეგმვასა და საინვესტიციო მზადყოფნის კომპონენტებს ერთიან ჩარჩოში, რაც ბიზნესისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს ქმნის.
სერვისი ხელმისაწვდომია ნებისმიერი სპეციფიკისა თუ ზომის კომპანიისთვის. თითოეული კომპონენტი მორგებულია კონკრეტული ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებსა და განვითარების ხედვას.
მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის ანალიზის მიღმა, Finance 360° ბიზნესს აწვდის პრაქტიკულ რეკომენდაციებს, ბიზნესისთვის რეალური ღირებულების შესაქმნელად
პერსონალუზებული, მოქნილი და ხარჯთეფექტური მიდგომა
- ფინანსური მაჩვენებლების დროული და ზუსტი ანალიზი
- ჯარიმების და რეპუტაციული ზიანის რისკის არიდება
- მოულოდნელი კრიზისების გავლენის შემცირება
- ფულადი სახსრების დეფიციტის თავიდან აცილება იყოს.
- ინვესტორებისა და კრედიტორებისთვის სანდო პარტნიორობა
რას მოიცავს ფინანსები 360°
ფინანსური დიაგნოსტიკა – კომპანიის ბიზნეს მოდელისა და ფინანსური მდგომარეობის სიღრმისეული დიაგნოსტიკა: მომგებიანობის, ლიკვიდობის, ვალდებულებების და ძირითადი რისკების ანალიზი. რეალურ სურათზე დაფუძნებული პრაქტიკული რეკომენდაციები.
შესაბამისობა და რისკები – ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან, ფინანსურ და საგადასახადო რეგულაციებთან შესაბამისობა.
ფულადი რესურსების ოპტიმიზაცია – ლიკვიდობის მართვა და ოპერაციული მდგრადობა. აქტივებისა და ვალდებულებების ოპტიმალური ბალანსი, ზედმეტი ხარჯების შემცირება.
ფინანსური დაგეგმვა და კონტროლი – ბიზნესისთვის მორგებული ბიუჯეტირების სისტემა, პროგნოზირების მოდელები, KPI სისტემის დანერგვა.
ინვესტორებისთვის მზადყოფნა – საინვესტიციო პაკეტის შექმნა, ინვესტორთა ნდობის ზრდა, დაფინანსების მოზიდვის გამარტივება.
სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ამ ბმულს.
DWV-ს წევრებობის შესახებ უფრო მეტი აქ.

 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        

 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         „ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ნაბიჯია, რადგან საქართველოში ჩვენი სერვისების განვითარების გაგრძელება გვაქვს დაგეგმილი. დამატებითი ლოგისტიკური ფართობი საშუალებას მოგვცემს მზარდი ბიზნეს მოცულობები სწრაფად და მოქნილად ვმართოთ, და უზრუნველვყოთ მომხმარებლის კმაყოფილება”, – აცხადებს Gebrüder Weiss-ის საქართველოს გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხარლამოვი.
„ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ნაბიჯია, რადგან საქართველოში ჩვენი სერვისების განვითარების გაგრძელება გვაქვს დაგეგმილი. დამატებითი ლოგისტიკური ფართობი საშუალებას მოგვცემს მზარდი ბიზნეს მოცულობები სწრაფად და მოქნილად ვმართოთ, და უზრუნველვყოთ მომხმარებლის კმაყოფილება”, – აცხადებს Gebrüder Weiss-ის საქართველოს გენერალური დირექტორი ალექსანდრე ხარლამოვი. 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, DB Schenker საქართველო იწყებს ახალ სარკინიგზო-საკონტეინერო-სატრანსპორტო მომსახურებას, რომელიც დააკავშირებს საქართველოსა და ჩინეთს შუა დერეფნის მეშვეობით. ეს ინოვაციური მომსახურება საიმპორტო ლოგისტიკის ლანდშაფტში მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობს და უზრუნველყოფს ტვირთების ყველაზე სწრაფ ტრანზიტს ჩინეთიდან საქართველოში.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წევრი კომპანია, DB Schenker საქართველო იწყებს ახალ სარკინიგზო-საკონტეინერო-სატრანსპორტო მომსახურებას, რომელიც დააკავშირებს საქართველოსა და ჩინეთს შუა დერეფნის მეშვეობით. ეს ინოვაციური მომსახურება საიმპორტო ლოგისტიკის ლანდშაფტში მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობს და უზრუნველყოფს ტვირთების ყველაზე სწრაფ ტრანზიტს ჩინეთიდან საქართველოში. ლყოფს სანდო და უსაფრთხო გზას ტვირთისთვის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადაკვეთს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, გაივლის აზერბაიჯანს და საბოლოოდ სრულდება საქართველოში. აღნიშნული მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემა, აერთიანებს რა რკინიგზასა და საზღვაო ტრანსპორტს, უზრუნველყოფს საკონტეინერო ტვირთების შეუფერხებელ და ეფექტურ გადაზიდვას.
ლყოფს სანდო და უსაფრთხო გზას ტვირთისთვის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან, გადაკვეთს ყაზახეთს, კასპიის ზღვას, გაივლის აზერბაიჯანს და საბოლოოდ სრულდება საქართველოში. აღნიშნული მულტიმოდალური სატრანსპორტო სისტემა, აერთიანებს რა რკინიგზასა და საზღვაო ტრანსპორტს, უზრუნველყოფს საკონტეინერო ტვირთების შეუფერხებელ და ეფექტურ გადაზიდვას.
 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        
 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        




 
                         
                        
 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        